Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა დროებით გაყინა საერთაშორისო დახმარების პროგრამის დაფინანსება


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაყინა საერთაშორისო დახმარების პროგრამა, ვიდრე თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის ოფისი (OMB) არ შეამოწმებს ნებისმიერ იმ თანხას, რომელიც არ დახარჯულა.

„სიენენის“ თანახმად, კრიტიკოსები შიშობენ, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს გლობალური ჯანდაცვის, სამშვიდობო საქმიანობის, ნარკოტიკების კონტროლისა და საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობის პროგრამების დაფინასების მკვეთრი შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა უკვე დაამტკიცა ფინანსების გამოყოფა.

ასეთი შემოწმება ეფუძნება თეთრი სახლი ბიუჯეტისა და მართვის ოფისის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახელზე გაგზავნილ წერილს.

დაფინასების მოცულობა, რომელზეც წერილშია ლაპარაკი, „სიენენის“ წყაროს ცნობით, დაახლოებით 2-დან 4 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა ფისკალური წელი 30 სექტემბერს მთავრდება.

თეთრი სახლის ოფისმა (OMB), შესაძლოა, კონგრესს შესთავაზოს დარჩენილი თანხის გამოყოფაზე უარის თქმა იმის კვალობაზე, თუ როგორი იქნება ზემოხსენებული ორი სააგენტოსგან მიღებული პასუხები.

აპრილის თვეში აშშ-ის ადმინისტრაციას ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა 23%-ით შეემცირებინა საგარეო დახმარების და დიპლომატიური საქმიანობისათვის გათვალისწინებული დაფინანსება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG