Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა პუტინს ოთხი უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „სასწრაფოდ დაუკავშირდა ტელეფონით“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 7 აგვისტოს მეორე დღეს მას შემდეგ, რაც 6 აგვისტოს აღმოსავლეთ უკრაინაში 4 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა მოწინააღმდეგის პოზიციიდან ნასროლი ჭურვის აფეთქების შედეგად.

„მე მას სასწრაფოდ დავუკავე და ვუთხარი, რომ ეს არ გვაახლოებს მშვიდობასთან. ძალიან გთხოვთ, მოახდინოთ გავლენა იქითა მხარეზე, რათა შეწყვიტონ ჩვენი ხალხის მკვლელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა ასევე, რომ პუტინს ესაუბრა სტანიცა ლუგანსკის დანგრეული ხიდის გარშემო ტერიტორიის განაღმვასა და ხიდის მშენებლობაზე და ასევე ყველა ტყვის გათავისუფლებაზე.

უკრაინის პრეზიდენტი 7 აგვისტოს, როგორც თავად განაცხადა, მიფრინავს თურქეთში, საიდანაც კიდევ ერთ სატელეფონო საუბარს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ამას გარდა ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს საუბარს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, რათა მოილაპარაკოს სასწრაფო შეხვედრის გამართვაზე „ნორმანდიულ ფორმატში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG