Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: ტაქსის მომსახურების გადახდა შესაძლებელი იქნება ტელეფონით, QR კოდით


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ 7 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე წარადგინა ტაქსით მომსახურების საფასურის გადახდის ახალი სისტემა, რომელიც სპეციალური QR კოდის საშუალებით განხორციელდება

„ვისაც გვიმგზავრია ტაქსით, არის შემთხვევები, როდესაც იხდი გადასახადს ტაქსის მგზავრობის დროს -ხან ხურდა შეიძლება არ ჰქონდეს ტაქსის მძღოლს და გარკვეულ დისკომფორტს იწვევს ეს. ეს QR კოდი, რომელიც ექნებათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, პირდაპირ მიბმული იქნება ტაქსის მძღოლის საბანკო ანგარიშთან და გადახდილი თანხა პირდაპირ ჩაერიცხება ამ ადამიანს პირად ანგარიშზე. ამ სიახლით იგი ერთგვარ ისტორიასაც შეიქმნის, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც ტაქსის მძღოლებს არა აქვთ საბანკო ანგარიშები“, - განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, სიახლე დაინერგება A კატეგორიის ტაქსებში.

კახა კალაძის განმარტებით, QR კოდი "საქართველოს ბანკის" აპლიკაციის მეშვეობით მარტივად ფუნქციონირებს და მისი გადმოწერა სმარტფონებშია შესაძლებელი.

ღილაკზე ერთი დაჭერით ირთვება კამერა, რომელიც QR კოდს აფიქსირებს. თავადვე მიუთითებ მგზავრობის თანხას, რომელიც საბანკო ანგარიშიდან ჩამოგეჭრება და პირდაპირ ტაქსის მძღოლის საბანკო ანგარიშზე აისახება", - თბილისის მერის თანახმად, კოდი A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მქონე მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG