Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული გამოცდებზე ოთხის ნაცვლად სამი გამოცდა ჩაბარდება


2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ - ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და ის დამატებითი საგნების სიაში გადაინაცვლებს.

ახალი მოდელი გულისხმობს, რომ აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ: ქართული ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში. მესამე გამოცდა კი, დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

„ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საუნივერსიტეტო პროგრამა და აბიტურიენტთა ჩასაბარებელი გამოცდები ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის შფასებით, კომპლექსური რეფორმებს ერთი მიზანი აქვს - სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ეროვნული გამოცდების მოდელის შეცვლა ამ პროცესის ერთ-ერთი კომპონენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG