Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას


პრემიერ-მინისტრი მამუკა აბხტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა აბხტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოკუპაცია საერთო ეროვნული ტკივილი და გამოწვევაა.

„საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა აერთიანებდეს მიუხედავად იმისა, რა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს. ეს არის საერთო ეროვნული ტკივილი, ეს არის საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას. დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე“ - თქვა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მემორიალთან, სადაც პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, ერის კონსოლიდაცია, მუხლჩაუხრელი შრომა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი მიზნების მიღწევა და მეგობარი ქვეყნების თანადგომა იქნება იმის გარანტია, რომ მშვიდობით და განვითარებით დაიძლევა რუსული ოკუპაცია და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG