Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: პრეზიდენტის საქმე არ არის წინა ხელისუფლებაზე პოლიტიკური შეფასებების გაკეთება


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. 2019 წლის 8 აგვისტო
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. 2019 წლის 8 აგვისტო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საკუთარი აზრი პრეზიდენტად არჩევამდე გამოთქვა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მემორიალთან, სადაც სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო რუსეთთან ომში დაღუპულთა ხსოვნას, ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, არის თუ არა რუსული ნარატივი დღევანდელი ხელისუფლების განცხადებები, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა სააკაშვილის ხელისუფლებას ეკისრება.

„მე ჩემი აზრი ამ საკითხზე ვთქვი, სანამ გავხდებოდი პრეზიდენტი. დღეს, როგორც პრეზიდენტი ჩემი საქმე არ არის, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო თუნდაც წინა ხელისუფლებაზე. მე შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, რაც მე არ უნდა გავაკეთო“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, აგვისტოს ომი არის არა ჰააგაში, ან სადმე სხვაგან განსახილველი, არამედ შიდა საკითხი.

„ალბათ, მოვა დრო და შეიქმნება შიდა კომისია. ისტორიკოსები დაჯდებიან და საზოგადოება იმსჯელებს. მაგრამ ის, რაც გუშინ ვთქვი ამ საკითხზე, არის ყველზე მნიშვნელოვანი, რომ ომი თუ გახდა ჩვენი კიდევ ერთი დაყოფის, გახლეჩის საკითხი, მაშინ ამითი ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა საქართველოს მტრებს. ვინც დღეს პროვოკაციაზე მიდის, პროვოკაციულ კითხვებზე, პროვოკაციულ ქმედებებზე, ის ქმნის ქვეყნისთვის ხვალინდელ საფრთხეს, გარე მტრებთან ერთად“ - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG