Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში  ერთი-ერთი ქუჩა ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის სახელობის იქნება


ისნის რაიონში, .. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩა და მასთან არსებული სამი შესახვევი, რომლებსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭა, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

ქუჩას რუსეთ-საქართველოს ომის გმირის სახელი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიანიჭა.

„11 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ. თითოეული მათგანის ისტორია ჩვენი ქვეყნის ძლიერებაა. დღეს ერთ-ერთი გამორჩეული გმირის, შმაგი სოფრომაძის სახელის უკვდავსაყოფად, მისი სახელობის ქუჩა გავხსენით. ჩვენი ვალია, რომ ქალაქს და ისტორიას გმირების სახელები შემოვუნახოთ“ - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.​

უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას შმაგი ტყვედ ჩავარდა. ის საქართველოს სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის თქმის შემდეგ დახვრიტეს.

შმაგი სოფრომაძის დაღუპვის შემდეგ კი მისი და, სოფო სოფრომაძეც სამხედრო სამსახურში წავიდა.

XS
SM
MD
LG