სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის არხანგელსკის ოლქში სამხედრო ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან ასევე რამდენიმე დაშავებულზე. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით დაღუპულია ორი ადამიანი.
იუწყებიან, რომ ინცინდენტი მოხდა გემზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. მომხდარზე განცხადება გააკეთა ასევე არხანგელსკის ოლქის გუბერნატორმა, რომელმაც დაადასტურა, რომ არსებობენ დაზარალებულები.
ტელეარხ „დოჟდის“ თანახმად, ინცინდენტი მოხდა დასახლებულ პუნქტ ნიონოკსაში, სადაც რუსეთის სამხედრო- საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი საცდელი პოლიგონის მდებარეობს. იქ ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების გამოცდები ტარდება.