Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატამბაევი სპეცრაზმმა დააპატიმრა. იგი ბიშკეკში გადაჰყავთ


ალმაზბეკ ატამბაევი
ალმაზბეკ ატამბაევი

ყირგიზეთის სპეცდანიშნულების ძალებმა დააპატიმრეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი, რასაც წინ უძღოდა დიდი წინააღმდეგობა მისი დაცვის წევრების და ასობით მხარდამჭერის მხრიდან.

სააგენტო „ინტერფაქსისა“ და ინტენეტგამოცემა „24 კგ.“ს ცნობით, ატამბაევი დააპატიმრეს მის რეზიდენციაში, ბიშკეკეთან ახლოს და პოლიციის კორტეჟს იგი გადაჰყავს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ატამბაევთან ერთად იმყოფება მის დროს სახალხო დამცველი და სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, კუნდუზ ჟოლდუბაევა.

XS
SM
MD
LG