Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 თუ 8 აგვისტო? – პროტესტის 50-ე დღეს ისაუბრებენ საინფორმაციო ომის მეთოდებზე


8 აგვისტოს გადაცემა #სირცხვილია საინფორმაციო ომის თემას დაეთმობა. „პროპაგანდა და რუსული ბრძოლის მეთოდები ახალი არ არის. ფაქტების გაყალბებით, რეალობის შეცვლითა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, რუსეთი წლებია ცდილობს საკუთარი ინტერესების საქართველოში გატარებას“, - აცხადებენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები.

პროტესტის 50-ე დღეს გადაცემაში საინფორმაციო ომის ისტორიის, საბჭოთა პროპაგანდის, საინფორმაციო ომში თანამედროვე ბრძოლის მეთოდების შესახებ ისაუბრებენ.

პირველი ბლოკის სტუმრები იქნებიან ისტორიკოსი თეიმურაზ პაპასკირი, MDF-ის მკვლევარი სოფო გელავა.

გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ გიორგი კანდელაკი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღის შესახებ ისაუბრებს - 7 თუ 8 აგვისტო?

XS
SM
MD
LG