Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუხის ციხეზე რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო ბანერი გადმოფინეს


ზუგდიდელმა სამოქალაქო აქტივისტებმა რუსული ოკუპაცია თვითგამოცხადებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ რუხში გააპროტესტეს. მათ რუხის ციხეზე გააკრეს ბანერი წარწერით - “მავთულხლართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი...”

„სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებმა აქცია აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს მიუძღვნეს. “საზოგადოებაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის აზრი და კითხვა ვინ დაიწყო ომი? ვინ არის ოკუპანტი? ოკუპანტი არის რუსეთი და ამაზე არ უნდა არსებობდეს კითხვები”,- უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის მონაწილემ ცაბუნია ვართაგავამ. მისი განმარტებით, აქციის მიზანი საზოგადოებისთვის იმის შეხსენება იყო, რომ რუსეთი ოკუპანტია.

XS
SM
MD
LG