Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: დასავლელი მეგობრები გვარწმუნებდნენ, რომ რუსები არასოდეს შემოიჭრებოდნენ


მიხელი სააკაშვილი
მიხელი სააკაშვილი

პუტინი ვერ გავთვალე, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ რუსები არასდროს შემოიჭრებოდნენ თბილისში და ჩვენ ამაში ჩვენი დასავლელი მეგობრებიც გვარწმუნებდნენ. ჩვენი ვარაუდით, თუ რუსეთს აფხაზეთსა და ოსეთს შორის გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა, ისინი აფხაზეთისთვის ომს აირჩევდნენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ ის დასავლელი მეგობრები, სააკაშვილი პასუხობს, რომ „ყველა“.

„ყველა ამბობდა, რომ რუსეთი არასდროს შემოიჭრებოდა ჩვენთან. კონდი რაისი ამას გამუდმებით იმეორებდა. „მე ვიცნობ რუსებს, მე იქ ნამყოფი ვარ, მე იქ მიციგურავია, როდესაც პატარა გოგო ვიყავი. მე მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში დავდიოდი, ისინი შენს წინააღმდეგ პროვოკაციას განახორციელებენ, თუმცა არაფერს მოიმოქმედებენ“ - ეს იყო მათი შეფასებები. ერთადერთი, ვინც განსხვავებულად საუბრობდა, შტაინმაიერი იყო. მან ეს ძალიან ხისტად გვითხრა. მაშინ შტაინმაიერი ნაჩქარევად ჩამოვიდა საქართველოში. ის ნერვიულობდა. ის იმიტომ ჩამოვიდა, რომ მან იცოდა, შემოჭრა განხორციელდებოდა და უნდოდა ეჩვენებინა, რომ ისინი რაღაცის გაკეთებას ცდილობდნენ. მან ჩვენ გერმანული სტილით გვითხრა, რომ შემოჭრა განხორციელდებოდა.

ინტერვიუში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი, „ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით" იქცეოდა.

აგვისტოს ომის პერიოდში გერმანიის პოზიციაზე საუბრის დროს კი სააკაშვილი ამბობს, რომ გერმანელებმა რუსებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს.

"საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების დეკემბრამდე გადადებაზე დათანხმებით, გერმანელებმა რუსებს, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთეს. ეს მეტ-ნაკლებად გარკვეული სახის გერმანულ-რუსულ თამაშს ჰგავს. რასაკვირველია, არ ვფიქრობ, რომ გერმანელებს ომი სურდათ, თუმცა მათ რუსეთს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცეს იმისთვის, რაც ჩაიდინეს,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG