Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა სალია: ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები


"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია

„ჩემი განცხადება ძირითადად, იყო მაინც უფრო ზოგადი, თუმცა გარკვეულ საკითხებში თავიდანვე შევნიშნე, რომ კომპანიაში ისე არ იყო საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო, მენეჯმენტს ისე არ მიყავდა კომპანიის საქმიანობა, როგორც უნდა მიყავდეს კეთილსინდისიერ მენეჯერს“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ. მისი განმარტებით, კანონმდებლობიდან გამომდინარე იყო ვალდებული, რომ ეს შესაბამისი ორგანოებისთვის ეცნობებინა.

პაატა სალიას და ტელეკომპანიის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებები დაედო საფუძვლად პროკურატურის მიერ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალდების დადგენილების გამოტანას.

პაატა სალიას თქმით, პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში მითითებული ციფრები და ფაქტები, მათ შორის ბინების შესახებ, მისთვისაც ცნობილი იყო და ეს საჯარო რეესტრის მონაცემებითაც ჩანს.

„ის გარემოებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანხები აკუმულირდებოდა სხვა კომპანიაში, შემდგომ ამ სხვა კომპანიის მიერ ხდებოდა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც გადაეცემოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული. კვალიფიკაციას და საბოლოოდ დამნაშავეა, თუ არა კონკრეტული პირი, ამას დაადგენს სასამართლო. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ აქ არის დანაშაულის ნიშნები. დანარჩენზე ალბათ, ნიკა გვარამიაც გააკეთებს ახსნა-განმარტებას და საბოლოოდ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, პირი იქნება თუ არა მიჩნეული ბრალეულად" - განაცხადა პაატა სალიამ.

XS
SM
MD
LG