Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ექსპრეზიდენტის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ერევანში


კოჩარიანის მომხრეები სააპელაციო სასამართლოს წინ
კოჩარიანის მომხრეები სააპელაციო სასამართლოს წინ

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის დაახლოებით ორასამდე მომხრემ 9 აგვისტოს გამართა საპროტესტო აქცია ქვეყნის ომბუდსმენის ოფისის წინ რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის დაუყოვნებლად გათავისუფლების მოთხოვნით. კოჩარიანი პატიმრობაში იმყოფება 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობის ბრალდებით.

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პრეზიდენტი კოჩარიანი არის პოლიტიკური პატიმარი და უკანონოდ იმყოფება საპყრობილეში. ობუდსმენმა არმან ტატოიანმა უნდა გამოაცხადოს კოჩარიანმა პოლიტპატიმრად და დაიცვას მისი უფლება. პრეზიდენტი კოჩარიანი დაუყოვნებლად უნდა გათავისუფლდეს“, - განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის დეპუტატმა გაგიკ ბაღდასარიანმა.

18 მაისს ერევნელმა მოსამართლემ დავიდ გრიგორიანმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეცვალათ კოჩარიანისათვის პატიმრობა ყარაბახის ლიდერების ბაკო სააკიანისა და არკადი გუკასიანის პირადი შუამდგომლობის საფუძველზე. ამის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 25 ივნისს დაადგინა, ექსპრეზიდენტის ხელმეორედ დაპატიმრების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG