Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ორ აქტივისტს მასობრივი არეულობის გამო


მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 9 ოქტომბრამდე მიუსაჯა პატიმრობა აიდარ გუბაიდულინს, რომელსაც ბრალი ედება 27 ივლისის „მასობრივი არეულობაში“ მონაწილეობის გამო.

„დოჟდის“ კორესპონდენტის ცნობით, 26 წლის გუბაიდულინი 8 აგვისტოს დააკავეს ჩხრეკის შემდეგ. იგი კომპანია „სბერბანკ-ტექნოლოგიაში“ პროგრამისტად მუშაობს.

იმავე სასამართლომ 8 ოქტომბრამდე მიუსაჯა პატიმრობა ლიუბოვ სობოლის შტაბის მოხალისეს სერგეი ფომინს. მასზე გამოცხადებული იყო ძებნა, თუმცა იგი თავის ნებით ჩაბადრა პოლიციას 8 აგვისტოს. საგამოძიებო კომიტეტი აპირებდა მისთვის ბრალის წარდეგნას „მასობრივი არეულობის“ ორგანიზებისთვის“, მაგრამ ფომინი დააპატიმრეს არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით.

ორივე დაპატიმრებული, აიდარ გუბაიდულინიც და სერგეი ფომინიც - თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

3 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი მსვლელობა მოსკოვის საქალაქო საბჭოს იმ დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად, რომლებსაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე. პოლიციამ აქციაზე ათასზე მეტი კაცი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG