Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 კაცამდე გაიზარდა არხანგელსკში სამხედრო ბაზაზე დაღუპულთა რაოდენობა


სამხედრო ობიექტი ნიონოსკასთან
სამხედრო ობიექტი ნიონოსკასთან

ოფიციალური ცნობებით, ხუთამდე გაიზარდა რუსეთის არხანგელსკის რაიონში, ქალაქ ნიონოსკას მახლობლად, სამხედრო ობიექტზე 8 აგვისტოს მომხდარი ხანძრისა და აფეთქებების შედეგად.

სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ექსპერტებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ხანძარი შესაძლოა გამოეწვია აფეთქებას სარაკეტო ძრავაში, რომელიც იყენებს ბირთვულ საწვავს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ დაიღუპა ორი და დაშავდა ექვსი კაცი ეგრეთწოდებული თხევადი სარაკეტო საწვავის აფეთქების შედეგად.

რუსეთი რაკეტას უწოდებს 9М730 "ბურევესტნიკს", ნატოს კლასიფიკაციით კი ეს არის SSC-X-9 "სკიფალი".

სამინისტრო ამტკიცებს, რომ აფეთქებას არ მოჰყოლია საშიში ნივთიერებების გატყორცნა. სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ აცხადებს, რომ დაიღუპა მისი ხუთი თანამშრომელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG