Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინიგზელები მოლაპარაკებაში ჩაერთვებიან - გაფიცვა დროებით გადაიდო


„საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი ამ ეტაპზე გაფიცვის კონკრეტულ თარიღს არ დაასახელებს. ჩვენ ჩავერთვებით მოლაპარაკებებში „საქართველოსთან რკინიგზასთან“, - განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ პროფესიული კავშირის გამგეობის სხდომის შემდეგ.

გაფიცვის გადაწყვეტილება ძალაშია, თუმცა მისი დაწყების თარიღი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები.

„საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ თვეზე მეტია შრომითი დავა აქვს „საქართველოს რკინიგზასთან". დავის საგანი კი იმ რკინიგზელებისთვის 50%-ანი ხელფასის მომატებაა, რომელთა ანაზღაურებაც 1000 ლარს არ აღემატება.

თავიდან საქართველოს რკინიგზამ მოლაპარაკებების გამართვაზე უარი განაცხადა, რის შემდგომაც რკინიგზელებმა გაფიცვა დააანონსეს და ამ გადაწყვეტილებას ხელს 5000 რკინიგზელი აწერდა.

პირველი სამმხრივი შეხვედრა „საქართველოს რკინიგზას“, რკინიგზის ახალ პრიფკავშირსა და მთავრობას შორის ორშაბათს უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG