Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიღბიანმა პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დააკავეს ლიუბოვ სობოლი


აქტივისტის დაკავება სანკტ-პეტერბურგში
აქტივისტის დაკავება სანკტ-პეტერბურგში

10 აგვისტოს მოსკოვის პოლიციის ნიღბიანი თანამშრომლები შეიჭრნენ ლიუბოვ სობოლის მხარდამჭერთა ხელმოწერების შემკრებ ცენტრში. თავად პოლიტიკოსი ქალი დააკავეს და წაიყვანეს უცნობი მიმართულებით. პოლიციაში აცხადებენ, რომ მათ განცხადებით მიმართეს სახაროვის მოედანზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა, თითქოს, „სობოლი და მიტინგის სხვა წევრები აპირებენ პროვოკაციებს შეთანხმებული ღონისძიების მსვლელობის დროს.“

პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შეანგრიეს ოთახის კარები, სადაც ლიუბოვ სობოლი იმყოფებოდა. პოლიციელებმა იატაკზე პირქვე დაანარცხეს ტელეკომპანია „დოჟდის“ კორესპონდენტი და სხვა ჟურნალისტები, რომლებიც ოპოზიციონერ კანდიდატს გასასვლელში ელოდებოდნენ. სობოლმა, რომელიც იბრძვის მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისთვის, მოასწრო ეთქვა, რომ იგი ვეღარ მოასწრებდა სახაროვის მოედანზე მიმდინარე მიტინგზე მოხვედრას.

ტელეკომპანია „ნასტოიაშჩეე ვრემია“ იუწყება, რომ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენიმე ადამიანია დააკავა სანკტ-პეტერბურგში, სადაც მიმდინარეობს სოლიდარობის აქცია და ტარდება ე.წ. ერთკაციანი პიკეტები.

ამასთან პოლიცია არ აკეთებს კომენტარს, თუ რატომ აკავებს აქციის მონაწილეებს.

სულ დაკავებულია ექვსი კაცი, მათ შორის არის ალექსანდრ შურშევი, ალექსეი ნავალნის შტაბის უფროსი სანკტ-პეტერბურგში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG