მაშველებმა უშბიდან ჩამოიყვანეს ორი უკრაინელი ტურისტი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტები მესტიის მიმდებარედ, მყინვარ უშბიდან დაშვების დროს ფერდობზე დაგორდნენ. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი ტურისტის დაშავების შესახებ.
მაშველებმა დაშავებულები მესტიაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკრაინელი ტურისტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობითვე, რთული რელიეფის გამო, დახმარების სწრაფად აღმოჩენის მიზნით, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩავიდა.