12 აგვისტოს სასამართლოდან გამოსულ პეტრო პოროშენკოს უცნობებმა ლაყე კვერცხები დაუშინეს და სკანდირებდნენ „განბა!“- „წადი!“ მაშინ როცა მეორე მხრივ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის მცირერიცხოვანი მომხრეები ყვიროდნენ, რომ „უკრაინას სჭირდება პოროხი“. ასე ხალხში უწოდებენ პეტრო პოროშენკოს.
პოროშენკოზე და მის დაცვაზე თავდასხმას ადგილი ჰქონდა წინა დაკითხვის შემდეგ, 25 ივლისს.
იუწყებიან, რომ ერთი კვერცხი სააგენტო „უკინფორმის“ ერთ-ერთ კორესპონდენტს მოხვდა.
12 აგვისტოს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი და საპარლამენტო პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი პეტრო პოროშენკო კიდევ ერთხელ მივიდა დაკითხვაზე გამოძიების სახელმწიფო ბიუროში, რომლის ხელმძღვანელის, რომან ტრუბას განცხადებით, დაკითხვა ეხებოდა გადასახადების თავის არიდებას ტელეკომპანია „პრიამის“ („პირდაპირი“) შესყიდვის პროცესში და დასძინა, რომ შემდეგი დაკითხვა შეიძლება წარიმართოს პოლიგრაფის საშუალებით.