Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“-ის ისტორია დასრულდა


ქიბარ ხალვაშმა და პაატა სალიამ ერთ თვეში მოკლეს „რუსთავი 2“ და ამაში მათ სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა, - განაცხადა ტელეკომპანიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„პაატა სალიას წარმოდგენა არა აქვს მართვაზე... რა არის კომპანია, როგორ ფუნქციონირებს. დაბალი კლასის, 3-კაციანი იურიდიული ბიუროს მმართველია თუ რაღაც... და პირადი ადვოკატია 36-კბილიანი დღევანდელი ვითომ მმართველის, ქიბარ ხალვაშის. ეს ჩვარი რომ რუსთავი 2-ის ბოლო დირექტორია, ეს არის სამარცხვინო კატასტროფა... ეს სამწუხაროდ მოგვიწყო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს. ბოდიშის მოხდით, მაგრამ ეს ყოველთვის იქნება ჩემს მიერ აღნიშნული.

სწორედ ამ სასამართლომ მოკლა ყველაზე მნიშვნელოვანი და დემოკრატიული პლატფორმა საქართველოში - შემოუშვა 36-კბილიანი რაღაც გაუგებრობა ცხენკაცი და მისი ჩვარი დირექტორი... და ამ ხალხმა გააუპატიურა საქართველოს საუკეთესო ტელეკომპანია... ერთი თვეც კი არ დასჭირდათ საამისოდ... შემდგარი ისტორიული ფაქტია, რომ პაატა სალია არის დირექტორი, რომლის ხელშიც ეს კომპანია გაიყიდება და გახდება კორპუსების სამშენებლო პოლიგონი. წერტილი... დიდი ტელეკომპანიის 25-წლიანი დიდი ისტორია დასრულდა და ის დაასრულა 36-კბილა ცხენკაცმა და მისმა დანიშნულმა პაატა სალიამ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ეს განცხადება ნიკა გვარამიამ გააკეთა მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გაავრცელა ინფორმაცია ტელეკომპანიის გაყიდვის განზრახვასთან დაკავშირებით და ასევე პრესკონფერენცია გამართა ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ.

სალიას განცხადებით, "რუსთავი 2"-ის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში მიიყვანა "კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ", რაც, მისი თქმით, შედეგია ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული ქმედებებისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG