Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გვარდია აცხადებს, რომ მის თანამშრომელს არ დაურტყამს გოგოსთვის


დარია სოსნოვსკაიას დაკავება
დარია სოსნოვსკაიას დაკავება

რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელობა უარყოფს მისი რომელიმე თანამშრომლის კავშირს გოგოს ცემასთან, რასაც საზოგადოების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. 10 აგვისტოს მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა სამართალდამცველმა დაკავების დროს მუცელში ჩაარტყა დარია სოსნოვსკაიას.

11 აგვისტოს უფლებადამცველ ჯგუფ „აგორას“ ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, რომ 100 ათასი რუბლით დაჯილდოვდება ინფორმაცია დარიას გამლახავი პოლიციელის შესახებ. ვიდეო, რომელზეც დარიას მუცელში ურტყამს პოლიციელი (ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია ის იყოს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე ოპერატიული პოლკის თანამშრომელი), ინტერნეტში ერთ-ერთმა თვითმხილველმა გაავრცელა.

მოგვიანებით სოსნოვსკაიას გაუფორმეს ოქმი მიტინგის კანონის დარღვევისთვის. მას ემუქრება ჯარიმა 20 ათასი რუბლის ოდენობით.

კვირას სოსნოვსკაიამ დახმარებისთვის მიმართა ექიმებს და განზრახული აქვს საჩივარი მისწეროს საგამოძიებო კომიტეტს, რათა პოლიციის თანამშრომელი პასუხისგებაში მიეცეს უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

XS
SM
MD
LG