Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დღეს დაკრძალეს არხანგელსკში დაღუპული „როსატომის“ გამომცდელები


თბომავალი "სერებრიანკა"
თბომავალი "სერებრიანკა"

ქალაქ საროვში 12 აგვისტოს დაკრძალეს არხანგელსკის ოლქში, ერთ-ერთ ბირთვულ პოლიგონზე ცდების დროს დაღუპული კორპორაცია„როსატომის“ ხუთი თანამშრომელი. ქალაქში კი ორდღიანი გლოვა მიმდინარეობს.

იუწყებიან, რომ დაღუპულ გამომცდელებს სახელმწიფო ორდენებზე წარადგენენ. ამის შესახებ ადგილობრივ ეთერში განაცხადა რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის დირექტორმა, ვალენტინ კოსტიუკოვმა. მან დააზუსტა, რომ აფეთქება მოხდა არა პოლიგონის გრუნტოვან ნაწილში, როგორც ეს რუსეთის სამხედრო უწყებამ მანამდე განაცხადა, არამედ თეთრი ზღვის აკვატორიაში.

მოხელე ამბობს, რომ დაღუპულ გამომცდელებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა ანალოგიურ ცდებში. კოსტიუკოვმა მომხდარს უწოდა „ტრაგიკული შემთხვევითობის ჯაჭვი.“

არხანგელსკის ოლქში მომხდარი აფეთქების შესახებ 8 აგვისტოს გახდა ცნობილი. „როსატომის“ ცნობით, გამოცდის დროს აფეთქდა რაკეტა, რომლის ძრავაში გამოიყენება რადიოაქტიური იზოტოური კვების წყარო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ცნობას ატმოსფეროში რაიმე მავნე ნივთიერების მოხვედრის შესახებ.

დასავლეთის წყაროების ამტკიცებენ, რომ თეთრი ზღვის სანაპიროზე აფეთქების რაიონში, შეამჩნიეს თბომავალი „სერებრიანკა“, რომლის დანიშნულებას წარმოადგენს თხევადი რადიოაქტიური ნარჩენების შეკრება-შენახვა.

ხოლო თეთრი ზღვის რაიონი, რომლის გვერდითაც მოხდა აფეთქება, ნაოსნობისათვის ერთი თვით დაიკეტება.

XS
SM
MD
LG