Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს გადატრიალების მცდელობაში


ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გადატრიალებას გეგმავდა, ამის შესახებ ყირგიზეთის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. „ატამბაევს სჭირდებოდა სისხლის დაღვრა. ეს იყო მისი განზრახვა“, - განაცხადა ოროზბეკ ოპუმბაევმა.

იუწყებიან, რომ ატამბაევმა უგულებელყო მოწმის სახით სასამართლოზე გამოცხადება, რისთვისაც მზადდებოდა ყოფილი პრეზიდენტის იძულებით მიყვანა. ეს, ოპუმბაევის სიტყვებით, ატამბაევმა იცოდა, ამიტომ „თავის გარემოცვაში ამყოფებდა ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს“, - რომლებსაც ფულს უხდიდა, - მოჰყავს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის სიტყვები სააგენტო „24“-ს.

ატამბაევს წინასწარი პატიმრობა აგვისტომდე აქვს მისჯილი. იგი ეჭვმიტანილია კორუფციასა და საპატიმროდან საშიში დამნაშავის გათავისუფლებაში.

8 აგვისტოს პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებმა, შტურმის შედეგად შეძლეს ატამბაევის დაპატიმრება. ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც, როგორც თავად თქვა, თავდაპირველად პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობაც კი გაუწია, - სამართალდამცველებს ჩაბარდა.

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის საცხოვრებელი რეზიდენციის ეზოში სამართალდამცველებსა და ატამბაევის მომხრეებს შორის შეტაკების შედეგად დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი. დაშავდა 170 კაცი, მათგან 79 სამართალდამცველია.

XS
SM
MD
LG