Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუგუტიანთკართან ე.წ. სასაზღვრო ღობე აღმართეს


გუგუტიანთკარი, სადაც საოკუპაციო ძალებმა 7 აგვისტოდან დაიწყეს ე.წ. საზღვრის გავლებისთვის მზადება
გუგუტიანთკარი, სადაც საოკუპაციო ძალებმა 7 აგვისტოდან დაიწყეს ე.წ. საზღვრის გავლებისთვის მზადება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან ე.წ. სასაზღვრო ღობე დადგეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია „ცხელი ხაზი.“

„ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული“ - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ე.წ. საზღვრის გასავლებად ძელები 7 აგვისტოს დადგეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ღობე აღმართეს.

სახლი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნაწილობრივ დაინგრა, გუგუტიშვილების ოჯახს ეკუთვნის. ამჟამად სახლში არავინ ცხოვრობს. საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის გავლების გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG