Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-21 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილის ოჯახი პროკურატურასთან აქციას მართავს


რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია საქართველოს პარლამენტთან. 2019 წლის 20 ივნისი
რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია საქართველოს პარლამენტთან. 2019 წლის 20 ივნისი

20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მონაწილეობის საქმეზე ბრალდებული, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ლევან ჯიქურის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ.

ჯიქურის ცოლი და 7 წლის შვილი პროკურატურის თანამშრომლებს ურიგებენ საინფორმაციო ფლაერებს ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ. ლევან ჯიქურის ცოლმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სურს ამ ფორმით მიაწოდოს ხმა მთავრობას ოჯახის გასაჭირის შესახებ, რადგან ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა ხელს არ უწყობს, რომ ბავშვზე სათანადოდ იზრუნოს და მხოლოდ ლევანზე არიან დამოკიდებული.

ოჯახი აცხადებს, რომ ლევან ჯიქური უდანაშაულოა და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სულ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG