Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს სულ უფრო უპირისპირდებიან ქაშმირის სტატუსის გარშემო


ნარენდრა მოდი
ნარენდრა მოდი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ინდოეთის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში მყოფი ქაშმირისათვის სპეციალური სტატუსის გაუქმება რეგიონს დაუბრუნებს „ძველ სიდიადეს“ და „მნიშვნელოვან როლს“ შეასრულებს ქვეყნის განვითარებაში.

15 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში, მოდიმ აღნიშნა, რომ ქაშმირთან გაფორმებული წინა ხელშეკრულება კორუფციას, ნეპოტიმზსა და უსამართლობას ასაზრდოებდა.

კომენდანტის საათის მსგავსი შეზღუდვები, რასაც თან ახლავს კავშირების სრული გაწყვეტა, ინდოეთის მიერ მართულ ქაშმირს 4 აგვისტოს დაუწესა დელიმ მას შემდეგ, რაც ცვლილება შევიდა ინდოეთის კონსტიტუციაში, რომელშიც გარანტირებული იყო ფართო ავტონომია უპირატესად მუსლიმებით დასახლებულ რეგიონისთვის.

პაკისტანი უკანონო უწოდებს ინდოეთის გადაწყვეტილებას და იმუქრება, რომ შეწყვეტს ვაჭრობას და მიმოსვლას მის მეზობელთან და ასევე გააძევებს დელის ელჩს ისლამაბადში.

ამის ფონზე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა, იშუამდგომლოს ჰიმალაის ამ რეგიონის თაობაზე ხანგრძლივი უთანხმოების მოსაგვარებლად.

XS
SM
MD
LG