Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი არამოსამართლე წევრებს აკრიტიკებს


დიმიტრი გვრიტიშვილი
დიმიტრი გვრიტიშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურა განსაზღვრა და მას ბოლომდე მიყვებიან.

„მიუხედავად ჩვენი პროტესტისა, რომ გარკვეული შოუს ელემენტები არ შეეტანათ საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს, მათ ეს არ გაითვალისწინეს. რიგ შემთხვევაში რაღაც გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგითაც მოქმედებდნენ, არარელევანტურ შეკითხვებს სვამდნენ, შეკითხვები მეორდებოდა ხშირ შემთხვევაში, ანდაც იყო პროვოკაციული ხასიათის, შეურაცხმყოფელი ფორმით დასმული მოქმედი მოსამართლეების მიმართ“ - უთხრა ჟურნალისტებს დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, დოლიძის და ჯანეზაშვილის შეკითხვები აცდენილი იყო განსახილველ საკითხს. გვრიტიშვილმა მაგალითად მოიყვანა შეკითხვა, არის თუ არა მიხეილ ჩინჩალაძე კარგი მენეჯერი.

„ამ შეკითხვის დასმა კანდიდატისთვის რა შუაშია იმასთან, იქნება თუ არა კანდიდატი უზენაესი სასამართლოს კარგი მოსამართლე. რა კრიტერიუმს არკვევს ეს შეკითხვა კანდიდატთან მიმართებაში, მის კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობასთან მიმართებაში“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის თქმით, იყო ტენდენცია, როცა ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მათთვის საინტერესო კანდიდატის გასაუბრებას ესწრებოდნენ, ხოლო თუ კანდიდატი არ აინტერესებდათ, ან ტელევიზიებში მიდიოდნენ, ან მოგონილი მიზეზით, თითქოს ჯანმრთელობის პრობლემის გამო, საერთოდ არ ესწრებოდნენ გასაუბრებას.

იუსტიციის საბჭოში დღეს, 15 აგვისტოს დასრულდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება.

გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეული იყო 50 კანდიდატი. მათგან ერთმა კანდიდატურა მოხსნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის 20 კანდიდატის წარდგენას აპირებს.

XS
SM
MD
LG