Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დინამო თბილისი“ ევროპა ლიგას ფრით გამოეთიშა


საქართველოს საფეხბურთო კლუბებისთვის 2018-2019 წლების ევროსეზონი უკვე ოფიციალურად დასრულდა. უეფას ევროპა ლიგას დღეს „დინამო თბილისი“ გამოეთიშა. „დინამო არენაზე“ ქართველი გულშემატკივრების გარეშე გამართულ მატჩში „დინამო თბილისმა“ როტერდამის „ფეიენოორდთან“ ფრედ - 1:1 ითამაშა. ორი მატჩის ჯამში კი 1:5 დამარცხდა და პლეი ოფს მიღმა დარჩა.

„დინამო თბილისის“ მსგავსად, ევროპა ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა საქართველოს ჩემპიონი - თბილისის „საბურთალო“, რომელმაც ერთი კვირის წინ, ერევანში, „არარატ-არმენიას“ 2:1 მოუგო, მაგრამ 14 აგვისტოს, ასევე „დინამო არენაზე“ 0:2 დამარცხდა.

ფეხბურთი ცარიელ სტადიონზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:52 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG