Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალიას ცნობით, სასამართლომ ია კიწმარიშვილის სარჩელი განსახილველად არ მიიღო


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ინფორმაციით, 15 აგვისტოთი არის დათარიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც [ია კიწმარიშვილის] სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ყადაღის მოთხოვნის) განსახილველად მიღებაზე, სასამართლომ უარი თქვა.

როგორც სალიამ „რუსთავი 2“-ს უთხრა, მოტივი და საფუძველი არის ის, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ უკვე განიხილა, ეროსი კიწმარიშვილის სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის და შპს „პანორამისთვის“ გადაცემული წილების დაბრუნების შესახებ.

„ეს გადაწყვეტილება უკვე შესულია კანონიერ ძალაში. 2009 წელს სასამართლომ კიწმარიშვილს ამ სარჩელის დაკმაყოფილებზე უარი უთხრა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო წესიდან გამომდინარე, დაუშვებელია, იგივე საკითხზე, იგივე მოთხოვნით და საფუძვლით სასამართლოსთვის მიმართვა“, - განმარტავს პაატა სალია.

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ქვრივმა ია კიწმარიშვილმა სამაუწყებლო კომპანიის წილის დასაბრუნებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 აგვისტოს მიმართა. საქმე ეხებოდა კომპანიის 30%-იან წილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG