Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მიმოსვლა იზღუდება


საკონტოლო-გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთის საზღვართან
საკონტოლო-გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთის საზღვართან

19 აგვისტოდან ოთხი დღის განმავლობაში, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის მიმოსვლა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 125-ე კილომეტრზე, მდინარე თერგზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც, 19-22 აგვისტოს, ყოველდღე 12-დან 16 საათამდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოში დაგეგმილი სამუშაოების გამო შეზღუდვა დააწესა რუსეთმაც. ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, გაითვალისწინეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაცია და 19-დან 22 აგვისტოს ჩათვლით, მოსკოვის დროით 11-დან 13 საათამდე სატვირთო ავტომანქანებს არ გაატარებენ ვლადიკავკაზიდან ლარსის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG