Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტორმის გამო შავ ზღვაში ცურვა დროებით აიკრძალა


შავი ზღვის სანაპიროს აჭარის, გურიის და სამეგრელოს მონაკვეთებზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პლაჟებზე გამოფენილია წითელი ალმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ არ დატოვონ.

მას შემდეგ, რაც ზღვაში ცურვა დასაშვები გახდება, სანაპიროზე თეთრ ალმებს გამოფენენ.

XS
SM
MD
LG