Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი დეპუტატ ბიძინა გეგიძის გამოკითხვას მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს


ბიძინა გეგიძე
ბიძინა გეგიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრი ბიძინა გეგიძე მოწმის სტატუსით გამოკითხვაზეა დაბარებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.

სუს-ის განცხადებით, ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებული იყო 2019 წლის 19 აგვისტოს, 11 საათზე.

სუს-ის ინფორმაციით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა, ხოლო მეორედ უწყება ჩაბარდა 17 აგვისტოს.

„როცა უწყება ჩამაბარეს, მაშინვე ვუთხარი, რომ 19 აგვისტოს, 11 საათზე მისვლას ვერ მოვახერხებდი. მიზეზებს ვიტყვი დღეს, 14 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე“ - უთხრა ბიძინა გეგიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს.“

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე ვაკის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გეგიძე „საქართველოს ფოსტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG