Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპორტი: გაიზარდა - რუსეთსა და ევროკავშირში; შემცირდა - თურქეთში, აშშ-სა და ჩინეთში


სარფი, საქართველოსა და თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
სარფი, საქართველოსა და თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი - ასეთია საქართველოდან ექსპორტის დანიშნულების ქვეყნების პირველი სამეული, რომელიც „საქსტატის“ თანახმად, 2019 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, არ შეცვლილა. რუსეთში ექსპორტი 2019 წლის პირველ 7 თვეში 26,1%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანში - 6%-ით, სომხეთში კი - 20%-ით. ამასთან, რუსეთში ექსპორტის პროცენტული წილი სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტია და მთლიანი ექსპორტის 14,5%-ს შეადგენს.

საექსპორტო ქვეყნების სიაში მეხუთეა უკრაინა და წინა წლის პირველ შვიდ თვესთან შედარებით უკრაინაში პროდუქციის ექსპორტი 62%-ით არის გაზრდილი. მოცულობით შედარებით მცირეა ექსპორტი რუმინეთში, თუმცა წელს ამ ქვეყნის ბაზარზე საქართველოდან 232%-ით მედი პროდუქცია შევიდა, ვიდრე 2018 წლის იანვარ-ივლისში.

საექსპორტო ქვეყნების პირველ ათეულში არიან თურქეთი, აშშ და ჩინეთი, სადაც წინა წლის პირველ შვიდ თვესთან შედარებით საქართველოდან ექსპორტი შემცირდა: თურქეთში - 21,7%-ით, აშშ-ში - 24,2%-ით, ჩინეთში კი 37,4%-ით.

2019 წლის პირველ შვიდ თვეში 26,6%-ით გაიზარდა ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში და მთლიანი ექსპორტის 52,6% შეადგინა.

20,6%-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში და მთლიანი ექსპორტის 24% შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG