Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული რვა მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში რჩება


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ახალუბნელების ავტომანქანები
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ახალუბნელების ავტომანქანები

20 აგვისტოს 14 საათის მდგომარეობით, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული 8 მოქალაქე. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შვიდი მათგანი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ახალუბნის და აძვის მახლობლად დააკავეს, ერთი კი ღრომის ხეობაში. ინციდენტები 17-18 აგვისტოს მოხდა.

20 აგვისტოს ახალუბანში ჩავიდა შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც გატაცებულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. გუბერნატორი ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ხოჯევანიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რვავე მოქალაქის გათავისუფლება.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალუბნის მცხოვრებნი აძვში მდებარე ტაძრისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. მათი მიტოვებული ავტომანქანები ქართველმა სამართალდამცავებმა აძვის ტყის მიმდებარე ტერიტორიიდან 18 აგვისტოს წამოიყვანეს.

დაკავებულთა გასათავისუფლებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზია" ამოქმედებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG