მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე შესრულებული ილეთები შეაჯამა და მათ შორის საუკეთესოდ დაასახელა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის - ლაშა გობაძის მიერ გაკეთებული გდება.
82 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 25 წლის ქართველმა აპრილში, ბუქარესტში გამართულ ევროპირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. საუკეთესო ილეთი გობაძემ ნახევარფინალში შეასრულა, ფინელ ტაპიო როპონენთან - მეტოქეს დინამიკაში ორი ოთხქულიანი ილეთი შეუსრულა და ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ორი წუთიც არ დასჭირვებია.
ლაშა გობაძემ ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.