Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზემო კაჭრეთში ხანძარია


კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ტყვის ქვედა საფარს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს.

ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო- სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი. დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი.

ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

XS
SM
MD
LG