Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

19 წლის განმავლობაში ავღანეთში 2400-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ამერიკული მისია სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში
ამერიკული მისია სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში

2400-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში თალიბანის დამხობის შემდეგ მიმდინარე საერთაშორისო-სამხედრო ოპერაციაში, რომელიც 19 წელიწადია გრძელდება. ბოლო ორი ამერიკელი ჯარისკაცი ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის ცნობით 21 აგვისტოს დაიღუპა ფარიაბის პროვინციაში.

საერთაშორისო სარდლობამ მათი ვინაობა 22 აგვისტოს დაასახელა - აშშ-ის არმიის სპეციალური ძალების, ე.წ. „მწვანე ბერეტების“ უფროსი სერჟანტები, 31 წლის ლუის დელონ-ფიგუერა და 35 წლის ჟოზე გონზალესი ხანმოკლე შეიარაღებული შეტაკების შედეგად დაიღუპა.

ამ შეტაკების ფონია აშშ-ის და თალიბანის წარმომადგენლების ინტენსიური მოლაპარაკებები ყატარში, რაც მიზნად ისახვას ავღანეთში მიმდინარე 19 წლიანი ომის დასრულებას.

ავღანეთში ამჟამად იმყოფება 14 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი, რომლებიც ძირითადად კონსულტაციებითა და წვრთნებით ეხმარებიან ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმულ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG