Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს სამეულები ქართველების გარეშე შეივსება


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებისთვის ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა. დღეს, მედლების ორი კომპლექტი უნდა გათამაშდეს. მამაკაცთა შორის 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ქალებში - 52 კილოგრამში.

დილის პროგრამაში შეტანილი შეხვედრები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტებმა უკვე დაკარგეს ფინალურ ბლოკში მოხვედრის და მედლისთვის ბრძოლის შანსი. 66 კილოგრამში პირველ ნომრად განთესილი ვაჟა მარგველაშვილი მეთექვსმეტედფინალში დამარცხდა. იმავე წონაში, ასევე მეთექვსმეტედფინალით დაასრულა ჩემპიონატზე გამოსვლა ბაგრატ ნინიაშვილმაც. საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთმა წევრმა ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ) კი მეორე წრეში წააგო.

XS
SM
MD
LG