Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვია არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი

ლატვია არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია - ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. 9-დან ვერცერთმა „კანდიდატმა,“ მათ შორის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მიღება.

XS
SM
MD
LG