Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიაში ფესტივალ “Echowaves“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ანაკლიაში, ფესტივალ “Echowaves“-ისმიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს. პოლიციამ 13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო 3 - ქურდობის ბრალდებით დააკავა.

"სამართალდამცველებმა დაკავებულებისაგან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.სამი დაკავებულისგან კი ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისუკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით და 177-ე მუხლით მიმდინარეობს",- ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

XS
SM
MD
LG