20-21 ივნისის ღამით აქციის გამო დაკავებული ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესზე დასასწრებად, სასამართლო დარბაზში მისი მხადამჭრეები მხოლოდ მას შემდეგ შეუშვეს, რაც მათ მაისურები უკუღმა ამობრუნებული ჩაიცვეს.
მათ მაისურებზე ეწერათ „თავისუფლება გავრილოვის ღამის უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმრებს“.
ფეისბუკის პირად გვერდზე, ამ ფაქტის შესახებ წერს, ანტისაოკუპაციო აქცია "სირცხვილია"-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი სალომე ბარკერიც.
მანდატურების განცახდებით, მაისურებზე მსგავსი გამოსახულებით სასამართლოს დარბაზში შესვლას აქციის სახე ექნებოდა რაც დაუშვებელია.
20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ბესიკ თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და კანონის თანახმად 4-დან 6-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.