Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში გამოააშკარავეს ბავშვებით ტრეფიკინგის პროგრამა


რუმინეთი აცხადებს, რომ გაანეიტრალა ქვეყნის ჩრდილოეთში ხუთი წლის განმავლობაში მოქმედი ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა ადამიანებით ტრეფიკინგი და ბავშვთა მონობა.

ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის გამოძიების უწყებამ (DIICOT) 27 აგვისტოს რვა სახლზე განახორციელა რეიდი, რვა პირის გარშემო დაწყებული გამოძიების საფუძველზე. არსებობდა ინფორმაცია გერმანელი ბავშვებით ტრეფიკინგზე და მათ მონურ პირობებში ყოფნაზე.

უწყების ცნობით, ბავშვების ასაკი 12-დან 18 წლამდეა, მათ არ აწვდიდნენ საკვებს და აიძულებდნენ მძიმე სამუშაოს შესრულებას. რუმინეთის მედიის თანახმად, ტრეფიკინგის რამდენიმე მსხვერპლს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.

დანაშაულში ეჭვმიტანილებს შორის არის გერმანელი წყვილიც. ისინი ხელმძღვანელობდნენ გერმანულ პროექტს, რომლის სამიზნე თითქოს იყო რთულად აღსაზრდელი მოზარდების დახმარება. თუმცა, როგორც რუმინეთის პოლიცია იუწყება, ამ ფასადს მიღმა ეს ორგანიზაცია მოზარდებით ტრეფიკინგს ახორციელებდა.

პროექტი რუმინეთის შრომის სამინისტროს მიერ იყო ლიცენზირებული. გავრცელებული ცნობებით, ორგანიზაციის ფარგლებში ბავშვთა ტრეფიკინგი 2014 წლიდან მიმდინარეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG