„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავასთვის გაუგებარია პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალების შესახებ.
"შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ", - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ხულორდავამ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 მსჯავრდებული. მათ შორის აღმოჩნდა რამაზ დევაძე, რომელსაც ბათუმში პოლიციელის მკვლელობისთვის 2015 წელს მიესაჯა 12-წლიანი პატიმრობა.