Accessibility links

ურაინის გენპროკურატურა: კირილ ვიშინსკი დათანხმდა პატიმართა გაცვლაში მონაწილეობაზე


კირილ ვიშინსკი

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, "რია ნოვოსტის" უკრაინული განყოფილების ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი დათანხმდა რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმართა გაცვლაში მონაწილეობაზე. განცხადების ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა, მაგრამ მოგვიანებით იგი წაშალა. მანამდე ვიშინსკიმ უარი თქვა გაცვლაზე, ვინაიდან, მისი თქმით, ამის გაკეთება შეუძლებელია უდანაშაულო ადამიანის მიმართ.

ვიშინსკი გუშინ გაათავისუფლა პატიმრობიდან კიევის სააპელაციო სასამართლომ. მას აღკვეთის ზომა შეუცვალეს ვალდებულებად პირველივე მოთხოვნისას გამოცხადდეს სასამართლოზე, ან პროკურორის წინაშე - იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები.

"რია ნოვოსტის" თანახმად, ვიშინსკიმ პატიმრობაში 400 დღეზე მეტი ხანი დაჰყო. უკრაინის ხელისუფლება მას სახელმწიფო ღალატში მიიჩნევს ეჭვმიტანილად. ჟურნალისტი დანაშაულს უარყოფს.

მოსკოვში მიიჩნევენ, რომ კირილ ვიშინსკი თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააპატიმრეს.

ვიშინსკის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე შეშფოთება გამოხატეს ეუთომ და ორგანიზაციამ "რეპორტიორები უსაზღვრებოდ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG