Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით არახამია უკრაინის პარლამენტში გამარჯვებული პარტიის ფრაქციას უხელმძღვანელებს


დავით არახამია
დავით არახამია

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში "ვერხოვნა რადაში" არჩევნებში გამარჯვებული პარტიის "ხალხის მსახურის" ფრაქციას უხელმძღვანელებს დავით არახამია. მან პირველივე სესიაზე დეპუტატებს წარუდგინა პარლამენტის ახალი სპიკერის დმიტრი რაზუმკოვის კანდიდატურა, რომელიც მეცხრე მოწვევის უკრაინის პარლამენტს უხელმძღვანელებს.

თავად დავით არახამია ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის სიის მეოთხე ნომერი იყო. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ არახამია დანიშნა სახელმწიფო კონცერნ "უკრაბანოპრომის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.

IT კომპანია "თრანის მონსტრის" (USA) უკრაინის ფილიალის დირექტორი და უკრაინის არმიის მხარდამჭერი ,,ხალხის პროექტის“ ავტორი დავით არახამია 90-იანი წლების დასაწყისამდე გაგრაში ცხოვრობდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საკურორტო ქალაქში, აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ კი, 1992 წელს, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა საცხოვრებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG