Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქემოკლიძე: საგუშაგოს გახსნის მიზანია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს ნორმალიზება


ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოზე იმყოფება.

„ქართული მხარის პოზიცია არის ძალიან მარტივი, საგუშაგო არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდეც და მის შემდეგაც მიიჩნეოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიად. საგუშაგოს გახსნის მიზანი არის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს ნორმალიზება. ჩვენი მოტივაცია მიმართულია დეესკალაციისკენ. ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ნებისმიერი დიპლომატიური ინსტრუმენტი უნდა იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ ვითარება განიმუხტოს“, - აცხადებს ქემოკლიძე.

ჩორჩანაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა და ჩორჩანაში განთავსებული ქართული ოილიციის საგუშაგოს აღება 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე მოთხოვა. ჩორჩანა ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG