Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი მოსკოვთან აწარმოებს მოლაპარაკებას გამანადგურებელ სუ-57-ის შეძენის თაობაზე


რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები

თურქეთი მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან მეხუთე თაობის გამანადგურებლის სუ-57-ის შეძენის თაობაზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა პრესკონფერენციაზე.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ის გაგრძელდება. საერთაშორისო სალონ МАКС-2019-ის შემდეგ რუსეთში დარჩნენ ჩვენი სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც იქ მუშაობენ. ჩვენ ვიმოქმედებთ, მოლაპარაკების მაგიდაზე დავდებთ ჩვენს პირობებს ერთობლივი წარმოების დაკრედიტების შესახებ“, - განუცხადა ერდოანმა ჟურნალისტებს.

127 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო არხებმა აჩვენეს, თუ როგორ შეეკითხა ერდოანი თავის კოლეგას, ვლადიმირ პუტინს სუ-57-ის შესახებ - „შეიძლება ვიყიდო“?

„შეგიძლიათ იყიდოთ“, - ღიმილით უპასუხა პუტინმა სტუმარს. ჯერჯერობით რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ კლასის თვითმფრინავებს იყენებს.

მანამდე აშშ-მა უარი თქვა მიეწოდებინა ანკარისთვის ანალოგიური თვითმფრინავები თურქეთის მიერ რუსული საჰაერო-თავდაცვის სისტემის შეძენის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG