Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურდობის 6 ფაქტზე რუსთავში არასრულწლოვანი დააკავეს


სამართალდამცველებმა რუსთავში დააკავეს 2002 წელს დაბადებული არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად ედება ქურდობის 6 ფაქტი. დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის აგვისტოში, რუსთავში, მსუბუქი ავტომობილი მოიპარა. სამართალდამცველებმა მოპარული ავტომობილი იმავე დღეს კახეთში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა პროდუქტების მაღაზია, საწარმოები და ავტომობილი გაქურდა. ამოღებულია მოპარული ნივთების ნაწილი.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG