Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სამხედროებს მშვიდობისმყოფელთა დღე მიულოცა


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელთა დღე მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, მისთვის დიდი პატივია მიმართოს საქართველოს ჯარისკაცებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იცავენ მშვიდობას და აძლიერებენ ქვეყნის უსაფრთხოებას.

„თქვენს მიმართ ჩვენი პარტნიორები უდიდეს პატივისცემას, ნდობას და თქვენი მსახურობის მაღალ შეფასებას გამოხატავენ. მთელი ქვეყნის სახელით მინდა გამოვხატო მადლიერება იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოსთვის გასწიეთ. მინდა გავიხსენო საერთშორისო მისიებში დაღუპული ჩვენი გმირები და მათ სულებს ერთად მივაგოთ პატივი. დღევანდელ დღეს გლობალური საფრთხები ყველგან იზრდება და თქვენ იცით, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით ვერ იქნება დაცული, თქვენ სწორედ ქვეყნის გარეთ დგახართ სადარაჯოზე და იცავთ მშვიდობას, რისთვისაც მინდა გითხრათ დიდი მადლობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG